კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტკივილი გვივსებს გულს, ენით აუწერელი სევდა ფარავს სულს - უკრაინა ყოველდღე კარგავს თავის საუკეთესო შვილებს (ვიდეო)

ნახვები: 660 ვოლოდიმირ ზელენსკი: ტკივილი გვივსებს გულს, ენით აუწერელი სევდა ფარავს სულს - უკრაინა ყოველდღე კარგავს თავის საუკეთესო შვილებს (ვიდეო)

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შსს-ს დაღუპულ წარმომადგენლებს დაემშვიდობნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური და გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.

ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა, პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

„ტკივილი გვივსებს გულს. ენით აუწერელი სევდა ფარავს სულს. უკრაინა ყოველდღე კარგავს თავის საუკეთესო შვილებს. გმადლობთ თქვენი მნიშვნელოვანი და ღირსეული მუშაობისთვის უკრაინის საკეთილდღეოდ. თქვენ სამუდამოდ ხართ ჩვენს გულებში. მარადიული ხსოვნა!” - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ცერემონია "უკრაინულ სახლში” გაიმართა, სადაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, კოლეგები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მონაწილეობით ცერემონიამ გამოსვლების გარეშე ჩაიარა, მხოლოდ გარდაცვლილების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაციით.

ცნობისთვის, 18 იანვარს კიევის ოლქის ქალაქ ბროვარისთან საბავშვო ბაღის მახლობლად ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი ხელმძღვანელობა შეეწირა: შსს-ს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი, შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, ასევე მინისტრის დაცვის წევრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა