კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გმირი კაცი მყავდა, გმირი მამა იყო, ბავშვებს 2 დღის უკან ომის ამბებს უყვებოდა - ოთარ ღვინაშვილის მეუღლე

ნახვები: 862 გმირი კაცი მყავდა, გმირი მამა იყო, ბავშვებს 2 დღის უკან ომის ამბებს უყვებოდა - ოთარ ღვინაშვილის მეუღლე

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლის ოთარ ღვინიაშვილის მეუღლე, იხსენებს, რომ პოლიციელი სიკვდილამდე ორი დღით ადრე შვილებს ომის ამბებს უყვებოდა, თუ როგორ გამოიყვანა დაჭრილები ბრძოლის ველიდან. 

“გმირი კაცი მყავდა, გმირი მამა იყო. თავის შვილსაც ჩვევა-დარიგებებს აძლევდა 2 დღის უკან ომის ამბებს უყვებოდა, თავისი ბიჭები როგორ გამოიყვანა დაჭრილები თავისი ხელით. მამა-შვილი ერთად ტიროდნენ, ორი შვილი, ერთი ბიჭი ერთი გოგო”, – საუბრობს ოთარ ღვინაშვილის მეუღლე მთავარ არხთან. 

ცნობისთვის, 

საგარეჯოში მომხდარმა სროლამ ოფიციალური ინფორმაციით, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

 
მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, მათ შორის ექსპერტიზაზე გადაასვენეს თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც მეზობლებს და ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა