პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორ შეთანხებაში ეწერა, ევროპელი კოლეგები თუ სხვანაირად ფიქრობენ, მზად ვართ, დავსხდეთ და დეტალურად ვისაუბროთ

ნახვები: 346 ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორ შეთანხებაში ეწერა, ევროპელი კოლეგები თუ სხვანაირად ფიქრობენ, მზად ვართ, დავსხდეთ და დეტალურად ვისაუბროთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პირობითობა, რომელიც მაკროფინანსურ სესხს ეხება, დიდი ხანია, არსებობს.

„ეს არ არის ახალი პირობა. ეს პირობა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე გაჩნდა და საუბარი არ არის მხოლოდ მოსამართლეების არჩევაზე, საუბარია მეწარმეთა კანონის მიღებასა და სხვა საკითხებზე. გასულ წელს, როცა ეს საკითხი განიხილებოდა, იქ ეწერა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია და იმედი აქვთ, ამ საკითხზე ევროპელ კოლეგებთან დამატებით ისაუბრებენ.

„შარლ მიშელმა თქვა, რომ სასამართლოზე მიღებული გადწყვეტილება სრულად არ ასახავს შეთანხმებას, დეტალიზაციაში ნუ ჩავალთ. შეთანხმებაში რაც წერია, თანმიმდევრულად, ზუსტად ასე იყო განხორციელებული. შარლ მიშელმა თქვა, რომ დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. „ლელო" შეთანხმებული კანონპროექტების კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს, რაც ამ შეთანხმების დარღვევაა. შარლ მიშელს არ ვეთანხმები, რომ სრულად არ ასახავს. ჩვენ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორ ეწერა. თუ სხვანაირად ფიქრობენ, მზად ვართ, დავსხდეთ და დეტალურად ვისაუბროთ. შარლ მიშელს არ ვეთანხმებით იმაში, რომ პროცედურები, რომელიც იყო გაწერილი, არ არის ის, რაც შეთანხმებული იყო მოსამართლეებთან დაკავშირებით. სრულად არ ასახავს ნიშნავს, რომ ნაწილობრივ ასახავს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა