კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანალენა ბერბოკი - გერმანია მზად არის, უფლება მისცეს პოლონეთს, გაუგზავნოს გერმანული წარმოების „ლეოპარდის“ ტანკები უკრაინა

ნახვები: 548 ანალენა ბერბოკი - გერმანია მზად არის, უფლება მისცეს პოლონეთს, გაუგზავნოს გერმანული წარმოების „ლეოპარდის“ ტანკები უკრაინა

გერმანია მზად არის, უფლება მისცეს პოლონეთს, გაუგზავნოს გერმანული წარმოების „ლეოპარდის“ ტანკები უკრაინას, თუ ვარშავა ასეთ მოთხოვნას გააკეთებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბერლინმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და სწორედ ამიტომ განიხილავს პარტნიორებთან ამ საკითხს. ბერბოკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთს ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ გაუკეთებია.

პოლონეთმა მანამდე განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინას 14 ერთეული „ლეოპარდის“ ტანკი მიაწოდოს, მაგრამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბერლინისგან „მკაფიო განცხადებას“ ელოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა