კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია 2023 წელს

ნახვები: 538 ვოლოდიმირ ზელენსკი - გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია 2023 წელს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთის ფედერაციასთან წელს, იმ პირობით, თუ უკრაინელები ერთიანობას შეინარჩუნებენ.

"გამარჯვება შესაძლებელია 2023 წელს, თუ უკრაინელები ერთიანობას და სიძლიერეს შეინარჩუნებენ. ის, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება ომი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ძალა უკრაინის შიგნით და ძალა გარედან - პარტნიორების დახმარება. არ უნდა დავუშვათ პროცესების შენელება, როგორც გარეთ, ასევე შიგნით, რადგან ეს ომს გააჭიანურებს“,- განაცხადა ზელენსკიმ ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

მისი მტკიცებით, უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

„არაფერს დავივიწყებთ, არაფერს ვაპატიებთ, აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს. ჩვენ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, როგორც ძლიერი ცივილიზებული სახელმწიფო. ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყანა. მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები თავიანთ წრეში იხილავენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულა ომის სამართლიანად დასრულებას ითვალისწინებს.

„მშვიდობის ფორმულა არის ძლიერი დიპლომატიური იარაღი. მისი ყველა პუნქტი არის სამართლიანი ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, პატივს სცემს გაერო-ს წესდებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან ერთად შეხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა