პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვინც საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას ებრძვის, ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა - ჯანეზაშვილი

ნახვები: 452 ვინც საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას ებრძვის, ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა - ჯანეზაშვილი

ისუტიციის საბჭოს ყოფილი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციის "სასამართლოს გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა სასამართლო სისტემა გახდეს დემოკრატიული და ეფექტიანი. 

 

“USAID-ისა და EWMI-ის წინააღმდეგ გავრცელებული დღევანდელი განცხადება არის იმ ანტიამერიკული პროპაგანდის და პოლიტიკის ნაწილი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალა" ატარებს. აშშ-მა საქართველოს მართლმსაჯულების გაძლიერებას დიდი რესურსები, დრო და ენერგია დაუთმო. საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა სასამართლო სისტემა გახდეს დემოკრატიული და ეფექტიანი. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი. მინდა შევახსენო ამ ძალას, რომ ის ვინც საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას ებრძვის, ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა, რომლის წევრებიც თვითონ არიან.”, - წერს ჯანეზაშვილი

ცნობისთვის, ხალხის ძალის ბრალდება ენმსა და USAID-ის პროექტს - "მცდელობა აქვთ სასამართლოზე გავლენა აღიდგინონ"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა