კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლოში მოვდივართ, რომ აქ მაინც მოგვცენ უფლება, მამაჩემი შორიდან დავინახოთ - სოსო გოგაშვილის შვილი

ნახვები: 517 სასამართლოში მოვდივართ, რომ აქ მაინც მოგვცენ უფლება, მამაჩემი შორიდან დავინახოთ - სოსო გოგაშვილის შვილი

ჩვენი ერთადერთი მიზანი იმისა, თუ რატომ მოვდივართ სასამართლოში, არის ის, რომ აქ მაინც მოგვცენ უფლება, მამაჩემი შორიდან დავინახოთ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახმა სოსო გოგაშვილის ნახვის მოთხოვნით განცხადება 4-ჯერ დაწერა, თუმცა უშედეგოდ.

„დაახლოებით 20 პროცესია ჩატარებული და აქედან მხოლოდ 3-ჯერ მოგვცეს უფლება, რომ შორიდან დაგვენახა ოთახში მამაჩემი. ჩვენთვის გაურკვეველია, ზოგჯერ რატომ გვაძლევენ უფლებას, ზოგჯერ კი არ გვიშვებენ. ეს ამოუცნობია. ასევე, 4-ჯერ დავწერეთ განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით და ამაზეც უარს გვეუბნებიან. ამიტომ მოვდივართ იმის მოლოდინით, რომ ოთახში, პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წამით მაინც მოგვცემენ უფლება, რომ ვნახოთ მამაჩემი,“ - განაცხადა ნინი გოგიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის, სუს-ის თანამშრომლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა