კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Marca: კვარაცხელიასა და ოსიმენის მოსალოდნელი 100-მილიონიანი ტრანსფერი

ნახვები: 436 Marca: კვარაცხელიასა და ოსიმენის მოსალოდნელი 100-მილიონიანი ტრანსფერი

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა 10 ფეხბურთელისგან შემდგარი სია, რომლებიც დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავიანთ კლუბებს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში "ნაპოლის" ორი ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენიც, მოხვდა.

ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

"ქართველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, ისევე, როგორც მისი "ნაპოლი". ხვიჩას მოქმედებები მოედანზე გვაფიქრებინებს, რომ გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში აღმოჩნდება. მაგალითად, "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა კვარაცხელიასადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. 21 წლის ფეხბურთელს ნეაპოლურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი (2027 წლამდე) აკავშირებს. თავად მოთამაშეს

 

"ნაპოლიში" დარჩენა და განვითარება სურს. ამას ემატება ისიც, რომ აურელიო დე ლაურენტისთან სატრანსფერო მოლაპარაკებები არც ისე მარტივია.

ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")

ვიქტორ ოსიმენს წარმოუდგენელი სეზონი აქვს. სერია A-ს 14 მატჩში გატანილი 12 გოლი, ნიგერიელის წინააღმდეგ თამაში ყველას აშინებს. წინა სეზონებთან შედარებით, კარის ხაზთან თითქმის არ ცდება და მომენტების უმეტესობად გოლად აქცევს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ნაპოლიმ" მასში 60 მილიონი ევრო გადაიხადა, ეჭვგარეშეა, რომ მის მსურველ კლუბებს 100-მილიონზე მეტის გადახდა მოუწევთ. ოსიმენს "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, 24 წლის შემტევის დამატებით კი დაინტერესებას ისეთი გუნდები გამოთქვამენ, როგორებიც: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" და "ჩელსი" არიან".

ესპანური გამოცემის სიაში ასევე მოხვდნენ: რაფაელ ლეაო (მილანი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), გონსალო რამოსი (ბენფიკა).

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა