თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ თალაკვაძე - რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები, ეს გამოიწვევს პარტიის დაშლას

ნახვები: 445 არჩილ თალაკვაძე - რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები, ეს გამოიწვევს პარტიის დაშლას

კიდევ ერთხელ დასტურდება, რასაც ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ ფინანსდებოდა უკანონო ფულით, რასაც ეს ეს პარტია იყენებდა იმ დესტრუქციული მიზნების მისაღწევად, რომელიც საქართველოს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ჰქონდათ და დღესაც აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, ცალსახაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ღრმა კრიზისი და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს პარტიის დაშლას და დაპირისპირების გაღრმავებას.

„ეს არ არის პირველი განცხადება და ფაქტი, როდესაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებასთან, არალეგალურ ფულთან დაკავშირებით, რაც შეიცავს კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ამ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ ფინანსდებოდა უკანონო ფულით, რასაც ეს ეს პარტია იყენებდა იმ დესტრუქციული მიზნების მისაღწევად, რომელიც საქართველოს, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გააჩნდათ და დღესაც გააჩნიათ.

რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესს, ცალსახაა, რომ არის ღრმა კრიზისი, პარტია იშლება და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ამ პარტიის დაშლას და შიდა დაპირისპირების გარღმავებას, ვინაიდან მათ არ ჰყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერი, მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი. ერთადერთი, რაც ახლა მიმდინარეობს, არის სწორედ ამ ფინანსების, გავლენების და ტელევიზიებზე კონტროლის გადანაწილების პროცესი. მას შემდეგ, რაც დაიწყო დაპირისპირება, ხედავთ, რომ პარტია სულ უფრო მეტად ახდენს თავისი თავის ლუსტრაცის. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ეს არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, არამედ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედებდა თავისი მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის დროს. ამიტომ ეს არის კარგი შესაძლებლობა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, მცირე ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ 2014 წლის არჩევნებისთვის დაიკავონ ის სივრცე, რომელსაც ზოგჯერ ძალით, ზოგჯერ ხელოვნურად იკავებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტია, რომ მან უკვე დაკარგა ეს ადგილი და ეს პარტია აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა