კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე - ამ ადამიანების დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი

ნახვები: 567 ირაკლი კობახიძე 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე - ამ ადამიანების დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის იმ ნაწილის პოლიტიკური დავალება, რომელიც 24 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტის გახსნაა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას არავის მისცემს.

„ამ ადამიანებმა გასული წლის 24 თებერვლიდან უახლოეს დღეების ჩათვლით, არაერთხელ სცადეს ვითარების არევა ჩვენ ქვეყანაში და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ამის საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი. როცა ამას ვამბობთ, ამის უკან დგას კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთ მიზანია ვითარების არევა ქვეყანაში, სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა. ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ სიმშვიდისა და მშვიდობის დარღვევის საშუალება ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა