Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნონა მამულაშვილი - ურთიერთბრალდებების ნაცვლად, უნდა ვისაუბროთ, რა გეგმა გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად

ნახვები: 507 ნონა მამულაშვილი - ურთიერთბრალდებების ნაცვლად, უნდა ვისაუბროთ, რა გეგმა გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ურთიერთბრალდებების ნაცვლად, უნდა ისაუბრონ, რა გეგმა აქვთ პარტიის გასაძლიერებლად.

მისივე თქმით, ყოფილი თანაპარტიელები ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რათა პოლარიზაცია დასრულდეს.

„ჩემი თანაპარტიელები ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რათა პოლარიზაცია დასრულდეს ისე, რომ პარტია გამოვიდეს გაძლიერებული. ურთიერთბრალდებების ნაცვლად, უნდა ვისაუბროთ, რა გეგმა გვაქვს, რათა გავაძლიეროთ და წინ წავიყვანოთ პარტია“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ამასთან, ნონა მამულაშვილის თქმით, თავმჯდომარის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა კანდიდატი დარჩება პარტიაში.

ნონა მამულაშვილმა მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ისე გაგრძელდეს საარჩევნო კამპანია.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა კანდიდატი დარჩება პარტიაში. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ მათი ძლიერი მხარე გამოვიყენო, რათა პარტია გაძლიერდეს, 2024 წელს ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიით შევხვდეთ და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ჩვენ უნდა შევძლოთ და ღირსეულად ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია, ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ შეგვიძლია, თემატურად ვიდავოთ, მაგრამ არ გადავიდეთ პირად შეურაცხყოფებზე. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესის მონაწილენი არიან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შევინარჩუნოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ისე გავაგრძელოთ კამპანია. შევძლოთ, რომ საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგაც ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა