კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პუტინი ვერასდროს დაანგრევს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას - ანალენა ბერბოკი

ნახვები: 472 პუტინი ვერასდროს დაანგრევს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას - ანალენა ბერბოკი

როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ავტომატურად, მშვიდობა და თავისუფლება რისკის ქვეშ დგება, პრეზიდენტმა პუტინმა ეს თვალსაჩინო გახადა, წლების განმავლობაში მისი დევნის ენა, მისი რეპრესიები რუსეთში, პირდაპირ კავშირშია მის სურვილთან, გაანადგუროს უკრაინა და ჩვენი ევროპის საერთო უსაფრთხოება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ბერბოკის განცხადებით, რუსეთის აგრესიული ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ომი საერთო ევროპული უსაფრთხოების წესრიგისადმი.

„როდესაც ადამიანების სიცოცხლეს და ღირსებას ექმნება საფრთხე, ეროვნული საზღვრები მეორეხარისხოვანი ხდება. ეს ელი ვიზელის სიტყვებია, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანის და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის. ვიზელი დარწმუნებული იყო, რომ როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ეს უკვე გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, თუ რა არის მოსალოდნელი. ევროპის საბჭო 1949 წელს ამ პრინციპებით დაარსდა. როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ავტომატურად, მშვიდობა და თავისუფლება რისკის ქვეშ დგება. პრეზიდენტმა პუტინმა ეს თვალსაჩინო გახადა. წლების განმავლობაში მისი დევნის ენა, მისი რეპრესიები რუსეთში, პირდაპირ კავშირშია მის სურვილთან, გაანადგუროს უკრაინა და ჩვენი ევროპის საერთო უსაფრთხოება“, – განაცხადა ბერბოკმა.

როგორც ბერბოკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, დღეს ევროპული საბჭო იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე.

„სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს, ევროპული საბჭო, როგორც გაფრთხილების მექანიზმი იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე. საბჭო არ არის გეოგრაფიული ცნება, რადგან საბჭო გვაერთიანებს ჩვენ, ეს არის ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ცნება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ვერ ვცნობთ ადრეულ გამაფრთხილებელ სიგნალებს. სწორედ ამიტომ, მინისტრების კომიტეტის წინა სხდომაზე, ტურინში გამოვედი სამიტის ჩატარების ინიციატივით, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. მომავალ სამიტზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევქმნათ საბჭოს ახალი ერა. ჩვენ ვიცით, რომ ინსტიტუტები მაშინ არიან ძლიერები, როცა აქვთ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვუყოთ საბჭოს ფინანსური და სხვა საჭირო დახმარება. ამ ერაში, რომელიც აღსანიშნავია რუსეთის ომით, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა ბევრ ფრონტზე, მაშასადამე, თუ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად ომისა და ზეწოლისა, დემოკრატიის ძალა და ევროპის სული გაუტეხავია, ჩვენ უნდა ავდგეთ და ამისთვის ვიბრძოლოთ. რეიკიავიკის სამიტის სამზადისის პერიოდში, მოდით, ეს დავიმახსოვროთ. რუსეთის აგრესიული ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომი, ეს არის ომი საერთო ევროპული უსაფრთხოების წესრიგისადმი. რაც გავაკეთეთ გასულ თვეს, იყო აუცილებელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას. თქვენ აჩვენეთ პუტინს, რომ ის ვერასდროს მიაღწევს წარმატებას უკრაინის განადგურებაში, ასევე ის ვერასდროს დაანგრევს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბერბოკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა