კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს ეძინოს მშვიდად, ქვეყანა განვითარდეს, ამ სტრატეგიულ მიმართულებას კასიანოვის დამუნათება და სინდისზე აგდება ვერ შეცვლის

ნახვები: 524 თეა წულუკიანი - მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს ეძინოს მშვიდად, ქვეყანა განვითარდეს, ამ სტრატეგიულ მიმართულებას კასიანოვის დამუნათება და სინდისზე აგდება ვერ შეცვლის

საქართველოში უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვის სახით როცა აკეთებს ასეთ განცხადებას, არის არა მეგობრული, მე ვიტყოდი, სამარცხვინო და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო და ქართველი ხალხი ჩაერთოს ომში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

კერძოდ, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს ყველა იმ გზით, რომელიც არ უკავშირდება დაპირისპირებაში ჩართვას.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა ის, რასაც სულ ვამბობთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ უკრაინის მხარდამხარ ომში სამხედრო გზით უნდა ჩავებათ. ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს ყველა იმ გზით, რომელიც არ უკავშირდება სამხედრო გზებს, მექანიზმებს და დაპირისპირებაში ჩართვას. არ ვიცი, ბატონი კასიანოვი რომელ ასაკობრივ ჯგუფს, რომელ თაობას განეკუთვნება, რომელ პერიოდში და სად გაიზარდა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მაგრამ მისთვის საინტერესო და სავალდებულოდ საინტერესოა, რა არის საქართველოს უახლესი ისტორია. ყველა ელჩმა, რომელიც აქ მოდის, უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია. ჩვენ გვახსოვს, საიდან მოვდივართ, რომელი ბავშვობიდან მოვდივართ, რომელი სტუდენტობიდან მოვდივართ, როდესაც ჩვენი, ქართველების ცხოვრება სავსე იყო ცხედრებით, სისხლით, შიმშილით, ობლებით, დაკარგული ტერიტორიებით, ძმათა მკვლელი ომებით, ოკუპანტთან თავის შეკვლით. თავი რომ დავანებოთ ბავშვობასა და ახალგაზრდობას, სულ ახლახან, 2008 წელს ჩვენ ვნახეთ კიდევ მორიგი უბედურება ომის სახით. ამიტომ ჩვენ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ გვინდა. საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მთელი პოლიტიკური ხელისუფულება, რათა ხალხს ეძინოს მშვიდად, რომ ქვეყანა განვითარდეს. ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი კასიანოვის დამუნათება და სინდისზე აგდება. ამიტომ ბატონმა კასიანოვმა უნდა მიხედოს იმ საქმეს, რომლისთვსაც ის არის საქართველოში გამოგზავნილი, ანუ, იყოს თავისი ქვეყნის ელჩი და არა საქართველოს სახელმწიფოს და მისი ხალხის შემფასებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა