კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი: ხაბეიშვილი არსად შემვარდნელი არ არის, ის გვაგონებს ქართულ მულტფილმს, „ყურშა გაყოყოჩდა“

ნახვები: 573 გურამ მაჭარაშვილი: ხაბეიშვილი არსად შემვარდნელი არ არის, ის გვაგონებს ქართულ მულტფილმს, „ყურშა გაყოყოჩდა“

ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კარგად მიჰყავს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის.

„ჩვენთვის რომ ეკითხათ, ვის თავმჯდომარეობას ვუსურვებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ რომ გვეფიქრა, ვერ მოვიფიქრებდით, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამხდარიყო. „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. ხაბეიშვილს კარგად მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, რადგან თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის არის და სწორედ ამ სტატუსით გაიმარჯვებს. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიმინალური წარსულის თაობაზე კარგად ვიცით და ეს ადამიანი რომ აღიარებს, ისაა მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ადვილი მისახვედრია, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა შეაფასა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

„ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანია რევოლუცია. ის არსად შემვარდნელი არ არის, ხაბეიშვილი გვაგონებს ქართულ მულტფილმს – „ყურშა გაყოყოჩდა“, აქეთ გორას ფეხსა ვკრავო. ამაზე უკვე ხალხი იღიმება, რადგან ხაბეიშვილზე სერიოზულ კომენტარს პარტიის ლიდერებიც ვერ აკეთებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი - თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით

დათო გამცემლიძე - ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ამომრჩეველი არის იდიოტი და ამავდროულად „უპრავებს“ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი ისევ ციხეზე გადაიყვანონ

თეა წულუკიანი: ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად

ბექა დავითულიანი - ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა