კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კუჭავამ ჟურნალისტებს მიმართა - პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ და ყოველთვის გექნებათ, მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან

ნახვები: 355 კახა კუჭავამ ჟურნალისტებს მიმართა - პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ და ყოველთვის გექნებათ, მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან

პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ და ყოველთვის გექნებათ, მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სხდომათა დარბაზში მყოფ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ბანერი გადმოფინეს, წარწერით „დასაჯეთ მოძალადეები".

მისი თქმით, პარლამენტი ნებისმიერი ფორმატით ბოლომდე გააკონტროლებს, რათა 5 ივლისს მონაწილე ყველა მოძალადე დაისაჯოს.

„ჟურნალისტებს მივმართავ, კოლეგებო. მესმის, პროტესტის გამოხატვის ფორმაც. თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, მოგეცით კიდეც საშუალება და მოგეცემათ ყოველთვის. აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეები, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი რეაგირებაც. მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს და იქნება ეს საგამოძიებო კომისია, თუ სხვა ფორმატი, რომ აუცილებლად მოხდეს ყველა მოძალადის დასჯა. არსებობს ვიდეოკადრები, გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება ანგარიშვალდებული გამოძიება და ყველა უწყება, მთელი საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკმაყოფილებაც შეგვიძლია, გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი, სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას, თუ რამე არ მოგვწონს ან რამე არ ხორციელდება.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ვახორციელოთ ისე, როგორც ხდებოდა მანამდეც. ამასთან, დარბაზში არ მივცეთ დესტრუქციისა და მათ შორის, ჩაშლის საშუალება, მით უმეტეს, თქვენი ქმედებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემი თხოვნა იქნება, დაუბრუნდეთ საქმეს, პროტესტის უფლება გაქვთ, რომელიც განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება სხდომას, გაგრძელდეს შესაბამისი წესითა და რეგლამენტით", - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა