თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ქურთიაშვილმა და კაჭკაჭაშვილმა ძმებ კაკულიების უდანაშაულობა დაადასტურეს - ადვოკატი

ნახვები: 1117 ქურთიაშვილმა და კაჭკაჭაშვილმა ძმებ კაკულიების უდანაშაულობა დაადასტურეს - ადვოკატი

ძმებ კაკულიების ადვოკატი ამბობს, რომ სერგი დაზარალებულებმა - ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ კაკულებს მათთვის არ უსვრია.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ მთავარი მოწმეების მოყვანა სასამართლოზე პროკურატურას არ აწყობდა და ყველაფერი გააკეთეს, რათა ქურთიაშვილი და კაჭკაჭაშვილი მოწმეებად არ მოსულიყვნენ.

"სიმართლე ისაუბრეს სასამართლოს წინაშე და ფაქტობრივად დაადასტურეს დავით და გურამ კაკულიების უდანაშაულობა. აღნიშნული მოწმეების მოყვანა თავად ბრალდების მხარეს არ აწყობდა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აღნიშნული მოწმეები არ მოეყვანათ. დაცვის მხარისათვის მნიშვნალოვანი იყო აღნიშნული მოწმეები. ჩვენ მათ დავუკავშირდით და ზედმეტი  ძალისხმევის გარეშე აღნიშნული ბატონები მობრძანდნენ“, - ამბობს ადვოკატი". - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, დღეს სასამართლოს ჩვენება ორივე დაზარალებულმა მისცა. ქურთიაშვილიც და კაჭკაჭიშვილიც უარყოფს, რომ მათ ძმებმა ესროლეს. 

შეგახსენებთ, რომ ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. 

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა