კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბათუმის „დინამომ“ სერბი ნახევარმცველი დაიმატა

ნახვები: 665 ბათუმის „დინამომ“ სერბი ნახევარმცველი დაიმატა

ახალი სეზონისთვის ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. კლუბის ინფორმაციით, ამიერიდან გუნდის ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი, ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.

ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტი ფეხბურთელის ბოლო კლუბთან, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ „მარიბორთან“ გაფორმდა და ითვალისწინებს ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით.

ვლადან ვიდაკოვიჩი 23 წლისაა. ნოვი სადში დაბადებული ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველია. თამაშობდა „ვოივოდინის“ ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ გადავიდა „ვოჟდოვაცში“, იყო ობრენოვაცის „რადნიჩკიში“, კულას „ჰაიდუკში“. 2019 წლის ზაფხულში კონტრაქტი გააფორმა სუბოტიცას „სპარტაკთან“.

ვიდაკოვიჩი იყო სერბეთის 16, 17 და 18-წლამდელთა ნაკრებების წევრი. 2022 წლის ივლისში „მარიბორში“ გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt მის სატრანსფერო ღირებულებას 300 ათას ევროდ აფასებს.

#1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა