კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლკი „აზოვი“ ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის სახმელეთო ძალებს და ბახმუტში იბრძვის

ნახვები: 405 პოლკი „აზოვი“ ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის სახმელეთო ძალებს და ბახმუტში იბრძვის

 პოლკი “აზოვი” ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკვე ბახმუტში იბრძვის. ამის შესახებ პოლკის “იუთუბ” არხი იუწყება.

 კერძოდ, აღინიშნება, რომ “აზოვის” პოლკი ბრიგადამდე იზრდება და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს როგორც მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა უერთდება.

“აზოვი” ფართოვდება და განმათავისუფლებელ ომში სულ უფრო დიდ ძალას იძენს. ამიერიდან ჩვენ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა ვართ უკრაინის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში…

ახალი ბრიგადული დროშები უკვე იპყრობენ ფრონტს ყველაზე ცხელი, ბახმუტის მიმათულებით”, - ნათქვამია “აზოვის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

განახლებულ ბრიგადაში აღნიშნეს, რომ რაოდენობრივად მუდამ იზრდებიან, იღებენ და წვრთნიან ახალ მაღალმოტივირებულ მებრძოლებს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აზოვური ქვედანაყოფის ევოლუცია მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა