კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია

ნახვები: 472 გურამ მაჭარაშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია აქვს შესრულებული. მაჭარაშვილის თქმით, ეს პოზიტიური შეტყობინებაა.

ამასთან, როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ევროსაბჭოდან მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

„ევროსაბჭოდან მიღებული რეკომენდაციები საქართველოში სრულდებოდა და ახლაც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ არ არსებობს ქვეყანა, რომ ევროკავშირს არ ჰქონდეს რაიმე ტიპის რეკომენდაცია, მით უფრო, მას რეკომენდაციები ექნება არაწევრ ქვეყანასთან. არაერთ რეზოლუციაშია ჩაწერილი, რომ საქართველო ნამდვილად თავსებადია ევროპასთან. უბრალოდ, ახლა ეს დამოკიდებულია პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა გარკვეული ტიპის რეკომენდაციების შესრულება გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს რეფორმების დასრულებას. ეს ისეთი სფეროებია, რომ მუდმივად განახლებადია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს შეტყობინება პოზიტიურია. თუ ვინმეს წინსვლა და კანდიდატის სტატუსი არ უხარია, ვიცით, ვინც არიან – ისინი განაგრძობენ თავიანთ სამყაროში ცხოვრებას. ჩვენთვის და საქართველოსთვის კი ეს პოზიტიური სიგნალია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა