კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაბალანსებული ტექსტია და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის

ნახვები: 501 გია ვოლსკი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაბალანსებული ტექსტია და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ პროგრესი არის თვალში საცემი და მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას ამ მიმართულებით. ასევე, გამოკვეთს ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობას იმ თვალსაზრისით, რომ მეტი იყოს მიღწეული და იყოს უფრო აქტიური მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში ჩვეულებრივი, დაბალანსებული ტექსტია სწორი ორიენტირებით და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის, „თუმცა ჩვენი პოლიტიკური დღევანდელობა ვერ იქნება სპეკულაციების გარეშე“.

ვოლსკის განცხადებით, რეზოლუცია სწორად ორიენტირებულია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ასეთი შინაარსის რეზოლუცია სწორია, სწორი ორიენტაციით არის და მუშაობა გვმართებს. რაც შეეხება დეტალებს, ვინ როგორ მუშაობს, ის, რომ სახალხო დამცველის არჩევა გარკვეული სტრატეგიული მიზნით ჩაიშალა, რასაკვირველია, ამ თემებზე კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მედია კრიტიკულია თუ არა, მისმა მფლობელმა თუ დამფინანსებელმა სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს. მედია არ არის ადგილი, სადაც შეიძლება, თავი აარიდო პასუხისმგებლობას. საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია პოლარიზაციით. ეს მოცემულობა რადიკალურმა ოპოზიციამ გარკვეული მიზნებით უნდა შექმნას. პოლიტიკური მიზნები დამალული არ არის. პირდაპირ აცხადებენ, რა არის მათი პოლიტიკური მიზანი – დესტაბილიზაცია და ფიზიკური დაპირისპირება, რომელმაც ხელისუფლება უნდა შეცვალოს.

მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ არ დაუკავებია. ის დაკავებულია იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინა. რისთვისაც გასამართლებულია, იმ დანაშაულთა რაოდენობა მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც რეალურად მისი სადისტური მმართველობის პერიოდში ხდებოდა. რასაკვირველია, სააკაშვილის თემა პოლარიზაციის მიზეზია, მაგრამ კითხვები არ არის, რომ მისი ფაქტორის გამოყენება სურთ მის პოლიტიკურ მოკავშირეებს და მისი საქმით სპეკულირება ხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა