კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხვიჩა ბრუნდება, მოურინიო მის შესაჩერებლად ისევ ყველა ხერხს მიმართავს?!

ნახვები: 596 ხვიჩა ბრუნდება, მოურინიო მის შესაჩერებლად ისევ ყველა ხერხს მიმართავს?!

იტალიის სერია "ა"-ში, მეორე წრის პირველ ტურის ბოლოსკენ, დიდებული აფიშა გვაქვს - ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს, რომელიც თანაქალაქელ "ლაციოსთან", "მილანთან" და "ინტერთან" ერთად სეზონის ბოლომდე ეცდება, ჩემპიონატის ლიდერ ნეაპოლელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. შეხვედრა "სტადიო მარადონაზე" კვირას, 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის გუნდს 50 ქულა აქვს. სეზონის ნახევარში აქამდე მსგავსი ან უკეთესი შედეგი სულ ხუთჯერ დაფიქსირდა, ერთხელ "ინტერმა", დანარჩენი კი "იუვენტუსმა" შეძლო, თუმცა "კალჩოპოლის" სკანდალის გამო, "ბებერი ქალბატონის" 2005-06 წლების სეზონის მიღწევა ანულირებულია.

გავიხსენოთ ამ გუნდებს

 

შორის ჩატარებული მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი, სადაც რომაელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ თავდაცვაზე მაქსიმალურად იფიქრა, მის გუნდს მოწინააღმდეგის კარისკენ ნორმალურად არ გაუხედავს, თუმცა შეხვედრის ბოლოს ვიქტორ ოსიმენი კრის სმოლინგს დიდოსტატურად გაექცა და გამარჯვების გოლი (1:0) გაიტანა. ისიც გვახსოვს, იმ დაპირისპირების წინ "განსაკუთრებულად" წოდებული სპეციალისტი ღიად ამბობდა, ხვიჩა კვარაცხელია ყველა ხერხით უნდა შევაჩეროთო. საგანგებო დაცვით სისტემაში ქართველი გარემარბის ირგვლივ პოლონელი ნიკოლა ძალევსკი იმოძრავებს, ნემანია მატიჩი კი საყრდენ ზონას გაამაგრებს. შეხვედრას დანიელე ორსატოს სახით ისეთი არბიტრი განსჯის, იმედი გვაქვს, ნებისმიერ ხისტ ქმედებას შესაბამისად დასჯის.

Sportall.Ge

თუკი ვიქტორ ოსიმენი გოლის გატანას შეძლებს, ის მისთვის სეზონში მე-14 იქნება, რაც საუკეთესო შედეგის გამეორება გამოვა. აღსანიშნავია, რომ ის სტანდარტულ მდგომარეობებს (პენალტი, ჯარიმა) არ ასრულებს. ნიგერიელს ოთხჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ (სულ 7 შედეგიანი მოქმედება აქვს) გაატანინა. ოსიმენს პიოტრ ზელინსკიც კარგად უგებს. "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა, ძირითად შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს, პოლონელს კი სათადარიგოთა სკამზე მოიაზრებენ - სასტარტოში ელიფ ელმასმა უნდა დაიწყოს.

Sportall.Ge

"რომას" "ნაპოლისთვის" 2019 წლის შემდეგ არ მოუგია და ზოგადად, ჟოზე მოურინიოს ლუჩანო სპალეტის წინააღმდეგ უჭირს. პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი 60 წლის გახდა, თუმცა ჟოზემ პომპეზურობაზე უარი თქვა და განაცხადა, "სტადიო მარადონაზე" გამარჯვება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებაო.

ორმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "კვარადონა" ბრუნდება და ის ახლა უკვე "რომას" ემუქრება. ჩვენებურმა ბოლოს სწორედ საშინაო არენაზე ითამაშა და "იუვენტუსის" (5:1) დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა - გაიტანა და ფაქტობრივად, ყველა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.

 

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა