კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანის პრეზიდენტმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის ყოვლისმომცველი გამოძიების განკარგულება გასცა

ნახვები: 492 ირანის პრეზიდენტმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის ყოვლისმომცველი გამოძიების განკარგულება გასცა

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, „ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული ტერორისტული თავდასხმა, არამედ იყო ქმედება პირადი მოტივით. უსაფრთხოების დეპარტამენტის მოკვლევები აჩვენებს, რომ დამნაშავე პირადი მოტივებით მოქმედებდა“.

მინისტრმა, აზერბაიჯანის ელჩთან ერთად, საელჩოში დაშავებული უსაფრთხოების სამსახურის წევრიც მოინახულა.

თავდასხმა საელჩოში 27 იანვარს განხორციელდა, 50 წლამდე მამაკაცი შენობაში შეიჭრა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საელჩოს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა, დაცვის სამსახურის უფროსი და დაშავდა დაცვის ორი წევრი. ის ერთ-ერთმა მათგანმა გააუვნებელყო. აზერბაიჯანული მხარე, თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს და თეირანისგან მომხდარის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა