Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

თბილისის მერია - კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა

ნახვები: 445 თბილისის მერია - კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა

პარტია „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა.

აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს - 137,139.41 ლარი; 2019 წელს - 143,590.42 ლარი; 2020 წელს - 58,117 ლარი; 2021 წელს - 15,028 ლარი", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა