კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პორტუგალიის გრან პრიზე ბაზიერიშვილმა და ინანეიშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს, სამი ქართველი ძიუდოისტი ტურნირს გამოეთიშა

ნახვები: 588 პორტუგალიის გრან პრიზე ბაზიერიშვილმა და ინანეიშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს, სამი ქართველი ძიუდოისტი ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი უკვე გამოვიდა, რომელთაგანაც პირველ შეხვედრებში ორმა – ერეკლე ბაზიერიშვილმა (100 კგ) და მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა გაიმარჯვეს.

სამი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) პირველ დაპირისპირებებში დამარცხდნენ და ტურნირს გამოთიშნენ.

ბაზიერიშვილი 1/16 ფინალში ფრანგ იდირს შეხვდება, ინანეიშვილი კი მერვედფინალში სლოვენიელ ან ფრანგ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

შეჯიბრებაზე გამომსვლელ კიდევ ერთ ქართველს ილია სულამანიძეს (100 კგ) ჯერ პირველი შეხვედრა არ ჩაუტარებია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ტურნირზე ჯერჯერობით უმედლოდაა.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე დაიწყება.

1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა