კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის შემცირება მარტში თუ უკვე თებერვალში?

ნახვები: 443 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის შემცირება მარტში თუ უკვე თებერვალში?

ძლიერი სავალუტო შემოდინებების შედეგად, გრძელდება სებ-ის ინტერვენციები დეკემბერში, წინა თვეების მსგავსად, აშშ დოლარის თითქმის 100 მილიონის ოდენობით შესყიდვით. ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის მხრივ, თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ აშშ დოლარის ევროსთან შემდგომ დასუსტებამდე, ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებად მოსალოდნელია.

აღსანიშნავია, რომ სხვა არსებით ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო რეზერვების ზრდაც გახდა Fitch-ის მიერ რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მიზეზი.

იანვრის სექტორული ბრუნვების ანალიტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდა ისევ ძლიერია. ეს შესაძლოა გახდეს მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად შერბილების არგუმენტი. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ინფლაციის შემცირება იანვარშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, ყოველთვიური ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბალი იქნება. ამასთან, ეს პროგნოზი რომც გამართლდეს, ბევრი იქნება დამოკიდებული ინფლაციის სხვადასხვა შემადგენლის დინამიკაზე. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო მარტში დაიწყება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე კვირაში დაწევაც არაა გამორიცხული. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა