Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნაციონალური მოძრაობის სამდივნო სამმა წევრმა თანამდებობა დატოვა

ნახვები: 533 ნაციონალური მოძრაობის სამდივნო სამმა წევრმა თანამდებობა დატოვა

აკაკი მინაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თუმცა განმარტა, რომ პარტიაში რჩება. „მინდა მივულოცო ლევან ხაბეიშვილს, თუმცა ამავე დროს გითხრათ, რომ მე მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში. ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. ორივე ამ პოზიციას ვტოვებ. ბუნებრივია, პარტიიდან არ მივდივარ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი და იყოს პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაში,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ასევე თანამდებობები დატოვეს ბაჩო დოლიძემ -საორგანიზაციო მდივანი და გიორგი პატარაიამ - საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. 

 

ცნობისთვის, მათ მხოლოდ სამდივნო ტანამდებობები დატოვეს, ისინი პარტიაში რჩებიან. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა