კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვარაცხელია წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია, საფეხბურთო ნაკრები - წლის ქართული ნაკრები

ნახვები: 570 კვარაცხელია წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია, საფეხბურთო ნაკრები - წლის ქართული ნაკრები

ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენად აღიარეს, ხოლო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის საუკეთესო ქართულ ნაკრებად – გამოკითხვა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩაატარა, რომლის შედეგებიც „აქსის თაუერში“ გამართულ დაჯილდოებაზე გამოაცხადეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022 წელს საქართველოს ნაკრებში დიდი როლი ითამაშა, „ჯვაროსნებმა“ კი 2022 წელს ერთა ლიგა მოიგეს და „ბ“ დივიზიონში დაწინაურდნენ. ზაფხულში „ნაპოლიში“ გადასული კვარაცხელია იტალიური კლუბების მწვრთნელებმა გამოკითხვაში სერია „ა“-ს პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამარჯვებული მცირე უპირატესობით გახდა – „ჯვაროსნებმა“ ერთი ქულით აჯობეს მორაგბეთა ეროვნულ გუნდს, რომელმაც არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის ნაკრებები – ჯერ იტალია, შემდეგ კი უელსი და დაამტკიცა, რომ ელიტაში თამაშს თავადაც იმსახურებს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა