კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს

ნახვები: 467 ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. ამავე დროს, საფრანგეთის ლიდერი კონფლიქტის ესკალაციის რისკზე საუბრობს.

„პრინციპში, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა მაკრონმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც მას კიევისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნის შესაძლებლობაზე დაუსვეს შეკითხვა.

ამასთან, მაკრონმა ჩამოთვალა კრიტერიუმები შეიარაღების მიწოდების ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე. მათ შორისაა ის, რომ ნებისმიერმა შეიარაღებამ არ უნდა შეუწყოს ხელი ესკალაციას. ასევე ის, რომ შეიარაღება არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობის ძალისხმევისთვის. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იარაღის ნებისმიერმა მიწოდებამ არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა