პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ლევან დავითაშვილი - აქციებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, არ იცავდნენ რეგულაციებს, ღარიბაშვილს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა და ამაზე დაყრდნობით საუბრობდა

ნახვები: 412 ლევან დავითაშვილი - აქციებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, არ იცავდნენ რეგულაციებს, ღარიბაშვილს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა და ამაზე დაყრდნობით საუბრობდა

აქციებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ჩვენ ტელეეთერებიდან დავინახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ყველანაირად იგნორირებული იყო სოციალური დისტნაცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედება ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

„ზოგადად, მასობრივი აქციები უწყობს ხელს პანდემიის გავრცელებას და შემთხვევა, თუ მასობრივი ღონისძიებები უკონტროლოა და არ ხდება რეგულაციების დაცვა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ პრეზენტაციებზე, ამ შემთხვევაში, რეგულაციების დაცვით ხდება პრეზენტაციების წარდგენა, დაცულია სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და ასე შემდეგ. აქციებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ჩვენ დავინახეთ ტელეეთერებიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, ყველანაირად იგნორირებული იყო სოციალური დისტნაცია, რადგან არ ხდებოდა დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება და რა თქმა უნდა, ამას აქვს ხელშემწყობი ეფექტი პანდემიის ზრდის კუთხით. ამისი კონკრეტული ფაქტები არსებობს აქციის მონაწილეთა დაინფიცირების სახით. შესაბამისად, პრემიერს ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც ეს განცხადება გააკეთა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, რაც რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგიცაა.

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, მინდა, აღვნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა