პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარის ლიდერობით მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დღის წესრიგში კვლავ ნომერი პირველი საკითხია დეოკუპაცია

ნახვები: 391 არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარის ლიდერობით მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დღის წესრიგში კვლავ ნომერი პირველი საკითხია დეოკუპაცია

პარლამენტი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს. რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ლევან მახაშვილი.

„რეზოლუცია, რომელიც ინიცირებული არის მრავალპარტიული თანხმობით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და მისი უშუალო ლიდერობით, გახლავთ კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევებს, რომელიც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული თანხმობით მიღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევებს, რომელიც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში.

„რეზოლუცია ჩვენს თანამოქალაქეებს და თითოეულ ჩვენთაგანს ისევ და ისევ შეგვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების დღის წესრიგში დღეს კვლავ ნომერ პირველი საკითხი არის დეოკუპაცია და ჩვენ მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმისთვის, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მჯერა, სწორედ ჩვენი თაობა იქნება ის თაობა, რომელიც აღადგენს ხიდებს და შეძლებს, რომ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გააერთიანოს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავეთ, რათა ჩვენი სიმართლე საერთაშორისო ფორმატებშიც დაგვემტკიცებინა და საქართველომ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც კიდევ ერთხელ და უკვე საერთაშორისო სამართლის დონეზე იქნა აღნიშნული და აღიარებული, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები და ამ უხეში დარღვევებისთვის ის ვალდებულია, რომ კომპენსაციები გადაიხადოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რეზოლუცია განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცემა და პარლამენტი მას მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა