კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე - ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო

ნახვები: 564 გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე - ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო

ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.

კარასინის თქმით, რუსეთი მზად არის, თბილისთან ავიამიმოსვლის აღსადგენად, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობა არის საჭირო.

“ჩვენ, ბუნებრივია, განვიხილავთ ამას [ავიამიმოსვლის აღდგენას], აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს. მაგრამ არის ასეთი ანდაზა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“. და თუ დუეტის ერთ-ერთ მონაწილე ყოყმანობს, მაშინ ძალით ზეწოლა არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არის, ხოლო როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენზე არ არის დამოკიდებული”, - თქვა კარასინმა.

ცნობისთვის, აქამდე საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა იმედი. ლავროვმა საქართველოს მშპ-ის ზრდა აღნიშნა და განაცხადა, რომ ეს დიდწილად “ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით” მოხდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა