კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს

ნახვები: 591 მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს.

მოსამართლემ მარიამ ჯიშკრიანს რამდენჯერმე მიმართა, რომ მობილური ტელეფონი შეენახა.

„ქალბატონო მარიამ, ტელეფონი ხელს გიშლით და შეინახეთ“, – მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ ჯიშკარიანს, რის შემდეგაც მოწმეს, გალინა კამუშინას, რომელიც სხდომაზე იკითხება, ტელეფონის შენახვისკენ მოუწოდა. „ხომ მშვიდობაა, ტელეფონში ხშირ-ხშირად იყურებით. შეინახეთ. ქალბატონო გალინა, ბოლო მომენტში რა მოგწერათ მარიამ ჯიშკარიანმა?“ – მიმართა მოსამართლემ მოწმეს.

ტელეფონის განმეორებით გამოყენების შემდეგ მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის არღვევდა წესრიგს.

„ქალბატონო მარიამ, გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო და კიდევ იმის გამო, რომ სხვა ექსპერტს კარნახობთ, რა უპასუხოს მხარეების შეკითხვებს. ეს კიდევ უფრო ცუდი საქციელია, ვიდრე წესრიგის დარღვევა“, – მიმართა მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს.

ჯიშკარიანმა მოსამართლეს უპასუხა: „გეტყვით, რა ვუთხარი, მე გახლდით ექსპერტიზის ხელმძღვანელი“.

ამასთან,  დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

„კომისიური ექსპერტიზის დროს ექსპერტები ერთად მუშაობენ. მე უკვე გამოკითხული ვარ, შესაბამისად, მაქვს უფლება, ვიჯდე დარბაზში და არავის არაფერს არ ვკარნახობდი. რაც შეეხება სასამართლო პროცესს და მოსამართლის გადაწყვეტილებას, ეს გახლავთ არაკანონიერი გადაწყვეტილება. მოსამართლე არევაძეს ეტყობა, ჩემი ძალიან ეშინია და ეშინია ჩვენი საერთო დასკვნის. შესაბამისად, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ მე არასოდეს დავესწრო ამ სასამართლოს ან მეორეჯერ არ მოვიდე მოწმედ. მოსამართლის მხრიდან ეს არის პრევენციული ზომა.

პენიტენციური სამსახური ექსპერტს გამოკითხვისას მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ აძლევს შეკითხვებს და სწორედ ამას მოჰყვა ჩემი კომენტარი. ამაზე ხმამაღლადაც განვუცხადე მოსამართლეს, რომ ექსპერტიზის ხელმძღვანელი გახლდით მე. თუკი საჭირო იყო ნიმუშების აღებისას ხელმოწერა, მაგალითად, თმისა და ფრჩხილის აღებისას, სხვა წევრი ვერ მოაწერდა, მე უნდა მომეწერა და ჩვენ ამ დროს არ შეგვიშვეს. ეს ძალიან კარგად იცის მოსამართლემ. მე ამის თაობაზე ჩვენება მივეცი. შესაბამისად, შეკითხვები, რასაც ახლა პენიტენციური სამსახური უსვამს ჩვენს ექსპერტს, გასულია მისი კომპეტენციის ფარგლებიდან“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა