კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, თვითდაზიანება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს

ნახვები: 541 მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, თვითდაზიანება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს

არცერთი სახელმწიფო არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიჰყვება ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება, გათავისუფლების საფუძველი გახდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ყოველთვის არსებობდა თვითდაზიანების პრაქტიკა, თუმცა მსგავსი ულტიმატუმის გამო არცერთ სახელმწიფოს არ გაუთავისუფლებია პატიმარი.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თვითდაზიანების გამო გათავისუფლება შესაძლოა, საშიშ პრეცედენტად იქცეს და დომინოს პირციპით გადამდები გახდეს სხვა პატიმრებისთვის.

„ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არცერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას, ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საპატიმროების წესრიგს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა