პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი ზარქუა - რუსეთი უტევს და უკრაინის პრეზიდენტი იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, ეს ძალიან უცნაურია

ნახვები: 445 ირაკლი ზარქუა - რუსეთი უტევს და უკრაინის პრეზიდენტი იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, ეს ძალიან უცნაურია

უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე - რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

აღნიშნულით ის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მიიჩნევს, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი მოკლას სააკაშვილი“.

 

„ძალიან ვწუხვარ... უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე. ეს ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს. ჩემთვის ეს გაუგებარია. უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას", - აღნიშნავს ზარქუა.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები დაგეგმილი იყო.

 

„ეს არის დაგეგმილი სპექტაკლი. გუშინ, პატიმარმა სააკაშვილმა აიწია მაისური და ეგრევე ჩაინიშნა EPP-ში დებატები. ვინმეს, ჰგონია, რომ პატიმრის გამო ხდება ერთ დღეში, რამდენიმე საათში ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა? ეს იყო დაგეგმილი, რათა საქართველო და ხელისუფლება გამოაჩინონ, რომ პატიმრის უფლებებს ვარღვევთ, ადამიანს ვაწამებთ, ვკლავთ. ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ს ვურჩევდი, რომ თავი დაანებონ ჩვენ ქვეყანას", - აღნიშნავს ზარქუა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა