კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ჩიქოვანი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი

ნახვები: 407 ირაკლი ჩიქოვანი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებასაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება და შეხვედრაზე ვსაუბრობთ იმ დადებით შედეგებსა და პრიორიტეტებზე, რაც ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები არ არიან დაკავებული მხოლოდ საქართველოს საკითხებით და ასევე მუშაობენ ისეთ თემებზე, რომელიც საერთო დღის წესრიგს წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის.

ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება და შესაძლებლობები გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს ევროპის საბჭოში. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ დოკუმენტს, რომელიც იყო შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დეესკალაცია და პოლარიზაცია შემცირდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი. მისი პოზიციაა, რომ ყველა უნდა მონაწილეობდეს ამ დოკუმენტის აღსრულებაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა