კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

NDI - 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

ნახვები: 479 NDI - 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე, – განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ, საერთო ჯამში, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, თქვენ რომელს ეთანხმებით? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება – 37%; საქართველოს არასწორი მიმართულებით ვითარდება – 31%; საქართველო საერთოდ არ იცვლება – 26%.

ამავე კვლევის მიხედვით, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება კი ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში გაიზარდა.

ასევე, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს. შეკითხვაზე, – ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად ან დაუცველად გრძნობთ თავს საქართველოში? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დაცულად – 66%, დაუცველად 34%, არ ვიცი – 1%.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა