კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიული ალასანია - სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი, ის არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია

ნახვები: 402 გიული ალასანია - სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი, ის არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია

ჯერ ერთი, განსაზღვრავს, უკაცრავად, და მეორე, ეს არ არის ცალკეული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა, გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანია გამოეხმაურა სააკაშვილზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

„ასე იოლად არ არის ეს ყველაფერი. აი, ბატონი იუსტიციის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებებს, ფაქტობრივად, აანონსებს სიკვდილს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა