კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ამირან გამყრელიძე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე, ეს იქნება სემინარი, კონფერენცია, კონცერტი დაშვებული იყვნენ ორჯერადად აცრილი ან წინასწარ გატესტილი პირები, საკითხზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი

ნახვები: 384 ამირან გამყრელიძე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე, ეს იქნება სემინარი, კონფერენცია, კონცერტი დაშვებული იყვნენ ორჯერადად აცრილი ან წინასწარ გატესტილი პირები, საკითხზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი

დიდი რაოდენობით თავშეყრა ისედაც აკრძალულია, მაგრამ აღსრულებაზე კონტროლი მეტად გამკაცრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებზე, სემინარებზე დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული ან წინასწარ გატესტილი პირები.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე აღნიშნული წესი რეკომენდაციის დონეზეა, თუმცა საკოორდინაციო შტაბი მუშაობს, რათა მას ლეგალური სახე მიეცეს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე, ეს იქნება სემინარი, კონფერენცია, კონცერტი თუ ასე შემდეგ, დაშვებული იქნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან წინასწარ გატესტილი პირები. ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი და თუ მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისი ლეგალური ფორმა მიეცემა.

მაგალითად, ხვალ არის ჰეპატიტის მსოფლიო დღე. 28-ში ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე. სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 50 კაცამდე. ვისაც მოსაწვევი დაეგზავნა, ყველას ეთხოვა, რომ მოვიდეს მხოლოდ აცრილი, წინასწარ გატესტილი ადამიანი, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ ადგილზე, როგორც იყავით წინა შეხვედრაზე, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველა გაიტესტა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა