კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ლევანის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი...პარადოქსია, როდესაც დამარცხება გამარჯვების ტოლფასია" - ნიკა მელია

ნახვები: 565 "ლევანის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი...პარადოქსია, როდესაც დამარცხება გამარჯვების ტოლფასია" - ნიკა მელია

ლევანის ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი, მართლა ვშიშობ, არარეალისტური დაპირებებმა ტყვეობაში არ მოაქციოს, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარადოქსია, როდესაც დამარცხება გამარჯვების ტოლფასია.

“ეს არჩევნები პრაქტიკულად წარიმართა რა ხაზით – ვინ შევა და ვინ გამოიყვანს სააკაშვილს. აქ რეალურად დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმი. ნამდვილად არ ვისურვებდი, იგივე ლევანის ადგილას ყოფნას. პარადოქსია, როდესაც დამარცხება გამარჯვების ტოლფასია. ერთის მხრივ, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ ისინი ტყვეობაში ამ არარეალისტური დაპირებების.

მათ შორის, ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ, წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც და ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის. ვინაიდან, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება, ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ, ეს გამოცდილება მიმიღია.

საზოგადოებას გაუკიცხივარ, თუ არ გაუკიცხივარ, ფაქტია, ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამის გაკეთება, როდესაც შენ საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ მაშინ, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება რბილად რომ ვთქვათ, არაფერია გარდა პოპულიზმისა.

 
 

იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში სწრაფად საკითხების გადაწყვეტის სურვილმა. სამწუხაროდ, მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ინსტრუმენტალიზაცია, რაც მე არ მიკადრებია და არც ახლა ვიკადრებ”, – ამბობს ნიკა მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა