კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი

ნახვები: 283 საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 242, „პისიარ"-ტესტით - 17 311.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 7,75%, ბოლო 14 დღის - 6,28%, ბოლო შვიდი დღის - 6,92%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 410 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 377 597 გამოჯანმრთელდა, 5 751 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია - 432 795 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 210. კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 256 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 798 პირი.

გუშინ, 27 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა