კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკატერინე ტიკარაძე - პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, იმუნიზაცია კი არის დამატებითი ბენეფიტი

ნახვები: 297 ეკატერინე ტიკარაძე - პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, იმუნიზაცია კი არის დამატებითი ბენეფიტი

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი პანდემიასთან საბრძოლველად არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი, ხშირი არის ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ვაქცინაციაში, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება.

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია ეს არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს.

ყველაზე ეფექტური მართვა არის, როცა საზოგადოებას აქვს თვითორგანიზება. ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ახლა, როცა ვხედავთ, თუ რამდენად მომატებულია ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა