Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსები ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს

ნახვები: 605 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსები ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს

აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება.

“ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველობის აღდგენის საშუალება. და ისინი ამას სხვა სახელმწიფოების მეშვეობით აკეთებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი [რუსეთის ფედერაცია] ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს. მაგრამ ისინი ზოგიერთ მათგანს უვლიან გვერდს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად ადევნებს თვალს ასეთი სახელმწიფოების რუსეთთან თანამშრომლობის პროცესს და შესაბამის ფაქტებს ევროკავშირში კოლეგებს აწვდის.

“გვსურს, რომ მათზე რეაგირება იყოს და მჯერა, რომ ასე იქნება”, - თქვა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა