თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შარლ მიშელი - უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია

ნახვები: 508 შარლ მიშელი - უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია, – ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მიშელის თქმით, ევროპა ვერ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, თუ უკრაინა არ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ეს საჭიროა. ჩვენ ვერ დაგვაშინებს კრემლი, რადგანაც უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ.  ჩვენ ევროკავშირში ასევე მკაფიოდ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროპულ კავშირში. თქვენი ბედისწერა – ჩვენი ბედისწერაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას 18 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტიდან.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადები განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს მიზნები, რომელსაც უკრაინამ უნდა მიაღწიოს. მათ შორის, აუცილებელია რეფორმების გატარება სიტუაციის გამოსასწორებლად. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირი-უკრაინის რიგით 24-ე სამიტი კიევში იმართება, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომია, უკვე ბევრი რამის მანიშნებელია.

„თქვენი შემართება, რომ წინ წაიწიოთ, შთამბეჭდავია. თქვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამთ რეფრორმების წინ წასაწევად, რათა რეკომენდაციები შეასრულოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ როდესაც ებრძვით აგრესორს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ცნობილია, ევროკომისია უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შეფასების შესახებ ანგარიშს გაზაფხულზე გამოაქვეყნებს.

როგორც პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, დამატებითი სანქციები დაუწესონ რუსეთს.

ევროკავშირის ლიდერების თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეათე პაკეტის დაწესებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს იქნება მზად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა