კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება და უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო

ნახვები: 394 ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება და უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო

ოპოზიციონერი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იჩქარონ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, არამედ იმ საარჩევნო იდეაზე უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნებზე გავლენ.

მეგრელიშვილის თქმით, უნდა დაკონკრეტდეს, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პოლიტიკაზე, როგორია მისი შეხედულებები და განსხვავდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკისგან.

„მაგალითად, გუშინ ვნახე მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, სადაც ფაქტობრივად, ადამიანების დაჭერით იმუქრება და უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, რომ საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო. ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეა და მისი ლიდერის აზრია ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და წესრიგი დაამყაროს - ვიღაც დაიჭიროს და ა.შ. ორ პარტიას შორის არსებული დაპირისპირება არავის აძლევს საშუალებას, რაიმე იდეაზე ილაპარაკონ. საქართველოს ეროვნული ბანკის 2 მილიარდ ლარზე ვლაპარაკობდით და სხდომათა დარბაზში არც ერთი ოპოზიციონერი არ იყო. ეს ხალხი იმისთვის იბრძვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და იგივე სასამართლო ხელში ჩაიგდოს, რომელზეც დღეს ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი არაა. თუ დღეს სასამართლო „ქართული ოცნების" მორჩილებაში გამოიხატება, ხვალ შეიძლება, გამოიხატებოდეს სხვა პარტიის მორჩილებაში და ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს ინსტიტუციონალურად შეიცვალოს", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა