კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა - გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა

ნახვები: 484 ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა - გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა.

 

ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ. გარე ძალები ექიმებს პაციენტთან მუშაობას დააცდიან.

 

„ტემპერატურა საღამოს 37,2 აღენიშნებოდა, დღეს, 37,3 აღენიშნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაციონი უფრო გაფართოვდა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ ე.წ. გარე ძალები კიდევ არ ჩაერევიან და თუ დაგვაცდიან პაციენტთან მუშაობას. გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

კითხვაზე, აღნიშნული საკვები სააკაშვილის ოჯახმა მიიტანა თუ არა, კლინიკური დირექტორი დადებით პასუხს სცემს.

 

„დიახ, ოჯახი ყოველთვის დაინტერესებულია მისი მდგომარეობით და ყველაფერს შეასრულებს, რასაც ეტყვის პაციენტზე მართლა მზრუნველი ექიმი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა აინტერესებს. ჩემი დიდი პატივისცემა ოჯახს, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს, რომელიც მისთვის სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას ეხება. როგორც ჩხაიძე განმარტავს, ადვოკატები სრულიად მოუმზადებლები იყვნენ კლინიკის დირექტორის დაკითხვისას.

 

„სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ნინო ნადირაძემ მთელ ქვეყანას აჩვენა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმეში ძირითადი მოქმედი პირები, ვგულისხმობ ადვოკატებს. მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების, არ ვიცი, მაგრამ როცა სამედიცინო საქმეს ეხება, გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა თავიანთი დარგის, რომ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი არიან იმ დარგში, რაზეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობენ. მესმის, რომ სამედიცინო სამართლის სპეციალისტებს საქართველოში არ ამზადებენ, მაგრამ როცა 9 თვის განმავლობაში ამ საქმით არიან დაკავებული, ალბათ, ელემენტარული რაღაც უნდა წაეკითხათ და უნდა სცოდნოდათ რაზე ესაუბრათ. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სასამართლო პროცესზე, საერთოდ არ ესმით არც ერთი დაავადების შესახებ. ვიმეორებ, 9 თვეა, ამ საქმეზე მუშაობენ, ელემენტარულად, ერთ-ორ ნოზოლოგიას და ტერმინოლოგიას მაინც წაიკითხავდა ადამიანი, მაგრამ ამას უნდა დრო, წიგნის გადაშლა, ინტერნეტით ინფორმაციის წაკითხვა და ადეკვატურად აღქმა, ვიდრე იაფფასიანი განცხადებების კეთება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა