კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვაგნერის“ დამფუძნებელი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ

ნახვები: 443 ვაგნერის“ დამფუძნებელი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

როგორც პრესსამსახურის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ პრიგოჟინის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი ცნობის მიუხედავად, ბახმუტში კვლავ გრძელდება სასტიკი ბრძოლები, თითოეული ქუჩისთვის, თითოეული სახლისა და თითოეული კიბის უჯრედისთვის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები უკან არ იხევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლომდე იბრძვიან“, – აღნიშნავს პრიგოჟინი, რომლის სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობენ ბახმუტის დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლაში.

მანამდე, რუსულმა სამხედრო ტელეგრამ-არხმა „ვაგნერის“ მებრძოლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ უკრაინულმა არმიამ ბახმუტის ჩრდილოეთი უბნები დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბახმუტთან არსებულ მძიმე მდგომარეობას ადასტურებს უკრაინული მხარე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას რუსეთმა მთელი ძალები გადაისროლა უკრაინის თავდაცვის ხაზის გასარღვევად და ბახმუტის ალყაში მოსაქცევად. ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. ბრიტანული სამხედრო დაზვევრის ცნობით კი, რუსეთის არმის გარკვეული წინსვლის შედეგად, ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა