პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

თამარ ჩერგოლეიშვილი - ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს

ნახვები: 448 თამარ ჩერგოლეიშვილი - ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს

ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს, თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„მთელი ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი.

ვისაც ჭკუა გაქვთ, შორს დადექით.

ვისაც, ჭკუასთან ერთად, პატიოსნებაც გაქვთ და ქვეყანა გიყვართ, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები გააძლიერეთ.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის იყვნენ გონიერი და პატიოსანი ადამიანები, მაგრამ ისინი უტვინოებთან და უსინდისოებთან აგებდნენ შიდა კონკურენციას (ილია ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე, ზურა ჭავჭავაძე …) და ეს ქვეყანას უკან ხევდა – მაჩანჩალობაში.

ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული მარიონეტების თეატრი უნდა განადგურდეს და პატიოსანმა და გონიერმა ხალხმა უნდა მოიგოს – თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა