კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება

ნახვები: 565 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად.

„უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა