კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, ერთხელ მოვიდა პლენარულ სხდომაზე და მაშინაც ღირებული ვერაფერი თქვა

ნახვები: 346 გია ვოლსკი - ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, ერთხელ მოვიდა პლენარულ სხდომაზე და მაშინაც ღირებული ვერაფერი თქვა

ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯაფარიძე დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება.

ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან გვიჩივის, რომ დეპუტატის მანდატი არ უწყდება და ახლა ამბობს, გავედიო. ერთხელ მოვიდა და ისიც, ვერაფერი ღირებული თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

ამ განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით მის მიერ აღებული ვალდებულება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა