Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიორგი კირთაძე - არ ვაპირებ, იმ ორგანოს წევრი ვიყო, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ნახვები: 481 გიორგი კირთაძე - არ ვაპირებ, იმ ორგანოს წევრი ვიყო, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ისე ამირჩიეს, ჩემთვის აზრი არავის უკითხავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ აპირებს იმ ორგანოს წევრი იყოს, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„პოლიტიკაში ყველა პარტიულ თანამდებობაზე მაღალი თანამდებობა თანამოქალაქეების მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.

დღეს, იმ ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ამირჩიეს ისე, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს.

ბუნებრივია, არ ვაპირებ, ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას“, – წერს გიორგი კირთაძე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა